ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე პაატა ბურჭულაძის პარტიიდან მისი წევრების მასიურ წასვლას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
„ბიჭებო ამოდით, ნაშები ამოყარეთ! მარტო დავრჩი! - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ"- წერს გაბრიჭიძე.
დღეს პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" მერაბ მეტრეველმა დატოვა.
როგორც მერაბ მეტრეველმა 2030.news-ს განუცხადა, მისთვის მიუღებელი იყო პარტიის „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან" გაერთიანება.
„დავტოვე პარტია, მინდა წარმატება ვუსურვო მათ. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს იყო ახალი ძალა. მივდიოდი ახალ ძალასთან სათანამშრომლოდ. მართალია, პოლიტიკაში ხდება ყველაფერი, შერწყმა, გაერთიანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
"მერაბ მეტრეველის პარტიიდან წასვლა დიდი დანაკლისია. მინდა, გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.