logo_geo
eng_logo
ნიკა მელია ფბ-მომხმარებელს: ვერავინ გაგამტყუნებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი არასდროს გახდებით
- +

2 სექტემბერი. 2022. 19:11

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე 26 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ენმ-ის მხარდამჭერი ბანერით „თავისუფლება მიშას“ მამუკა ხაზარაძეს ინტერვიუს მიცემის შესაძლებლობას არ აძლევდა. კადრებში ქალი ბანერის დახევაში ადანაშაულებდა „ლელოს“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც მამუკა ხაზარაძის ცოლი აღმოჩნდა.

 

აღნიშნული კადრების გავრცელებას ენმ-ის მხარდამჭერების ნაწილის გაღიზიანება და სოციალურ ქსელ ფეისბუქში მამუკა ხაზარაძისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტები მოჰყვა.

 

„ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ვიდეოში ჩანს, რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა, რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა!

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე უვარდებოდა კადრში თითქმის შემდეგი 15 წუთის განმავლობაში. ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, რა ვითარებაში, შემთხვევით როგორც გაეხა მას ეს პლაკატი. ისედაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს პლაკატი დაეხია მამუკა ხაზარაძის მეუღლეს“, - აღნიშნა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ნიკა მელიამ. 

 

ნიკა მელიას ფეისბუქ-პოსტს აზრთა სხვადასხვაობა და ერთ-ერთ მომხმარებელთან დისკუსია მოჰყვა.

 

„ბიძინას ტაშისმკვრელები, უბრალოდ მას და „ოცნებასაც“ ვეღარ ვიტანთ, თორემ „ნაცების“ ამომრჩევლები არასდროს გავხდებით“, - პასუხობს ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი მანანა სულაბერიძე.

 

„მესმის, ვერავინ გაგამტყუნებთ“, - უპასუხა ნიკა მელიამ, რაზედაც მანანა სულაბერიძემ უპასუხა, რომ მათ „ნაცების“ არ სჯერათ და მათი რევანშისტული გამოსვლების ეშინიათ.

 

„ვინ უნდა გამამტყუნოს, ნახევარი კლასი დამიჭირეთ, დამიინვალიდეთ. პირდაპირ დავწერ. არ გვჯერა, გვეშინია თქვენი რევანშისტული გამოსვლების. არ იშლით. მხოლოდ კოალიციური პარლამენტი და მთავრობა. ბატონ ანზორს ჩემი პატივისცემა“, - უპასუხა მანანა სულაბერიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner