აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გმობს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის, კრისტინა კირშნერის მკვლელობის მცდელობას.
„აშშ მკაცრად გმობს [არგენტინის] ვიცე-პრეზიდენტ კრისტინა კირშნერის მკვლელობის მცდელობას. ჩვენ არგენტინის მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ ძალადობისა და სიძულვილის უარყოფაში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.