logo_geo
eng_logo
ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის შესახებ ტყუილია
- +

2 სექტემბერი. 2022. 23:35

 

 

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ცრუ საბაბით გამოაცხადა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადის“ დახურვა.

გაზპრომისგანცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს [გაზის მიწოდებას] „ჩრდილოეთის ნაკადისგავლით მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს ასევე დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რადგან მას ურჩევნია გაზის დაწვა კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner