ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ცრუ საბაბით გამოაცხადა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადის“ დახურვა.
„გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს [გაზის მიწოდებას] „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს ასევე დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რადგან მას ურჩევნია გაზის დაწვა კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა.