logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება
- +

16 თებერვალი. 2016. 23:57


 

„უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.


"გერმანულს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერისთქმით, დღეს ჩვენ არ გვყავს მაგალითად, მეცხოველეობის, კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები.


"ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ, ათჯერ უფრო მეტ ბანკირს, ვიდრე ამის მოთხოვნა არის საბანკო სექტორში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


"ასეთ ადამიანებს ბიზნესი აგზავნის თავისი სახსრებით ევროპაში. ხდება გადამზადება და შემდგომ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ დაუსაქმებლები იქნებიან, ან მათაც გადაკვალიფიცირება უნდა მოახდინონ იმისთვის, რომ რეალური სამუშაო ადგილი მოძებნონ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner