შსს სსიპ მომსახურების სააგენტომ ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მომხმარებლის პირადი გვერდი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ძველ მობილურ აპლიკაციასა და მომხმარებლის პირად გვერდზე ავტორიზებულ პირებს რეგისტრაცია ავტომატურად გაუუქმდათ და ელექტრონული სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ შეიქმნა (service agency) და განახლდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მომხმარებლის პირადი გვერდი (my.sa.gov.ge), რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონული სერვისებით სარგებლობა.
ამასთან გაცნობებთ, რომ ძველ მობილურ აპლიკაციასა და მომხმარებლის პირად გვერდზე ავტორიზებულ პირებს რეგისტრაცია ავტომატურად გაუუქმდათ და ელექტრონული სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემდეგ“, - ნათქვამია მომსახურების სააგენტო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში