რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების 45% მიიჩნევს, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას უნდა შეუერთდეს.
რესპონდენტთა 21% მიიჩნევს, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა ჩამოყალიბდნენ, 14% ამბობს, რომ ისინი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩნენ, 19%-მა კი კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.
ამავდროულად, 40 წელს გადაცილებული ხალხი უფრო მეტად ემხრობა რეგიონების რუსეთთან შეერთებას, ვიდრე სხვები.
გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე რეფერენდუმების ჩატარების გეგმას, 27% ამ პროცესს გულგრილად უყურებს და მხოლოდ 11% ეწინააღმდეგება.
რუსების უმრავლესობა (69%) მხარს დაუჭერს რეგიონების რუსეთის ფედერაციაში მიღებას. გამოკითხულთა 20%-მა მხარი დაუჭირა „რეფერენდუმების“ შემდეგ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში მიღებისგან თავის შეკავებას.