logo_geo
eng_logo
რუსეთში გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის ფედერაციას უნდა შეუერთდეს
- +

3 სექტემბერი. 2022. 19:09

 

 

რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების 45% მიიჩნევს, რომ  ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას უნდა შეუერთდეს.

 

რესპონდენტთა 21% მიიჩნევს, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა ჩამოყალიბდნენ, 14% ამბობს, რომ ისინი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩნენ, 19%-მა კი კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.

 

ამავდროულად, 40 წელს გადაცილებული ხალხი უფრო მეტად ემხრობა რეგიონების რუსეთთან შეერთებას, ვიდრე სხვები.

 

გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე რეფერენდუმების ჩატარების გეგმას, 27% ამ პროცესს გულგრილად უყურებს და მხოლოდ 11% ეწინააღმდეგება.

 

რუსების უმრავლესობა (69%) მხარს დაუჭერს რეგიონების რუსეთის ფედერაციაში მიღებას. გამოკითხულთა 20%-მა მხარი დაუჭირა „რეფერენდუმების“ შემდეგ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში მიღებისგან თავის შეკავებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner