მისისიპის შტატის ქალაქ ტიულეპოში მცირე ზომის თვითმფრინავის პილოტმა 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ აპირებს მაღაზია Walmart-ს შეეჯახოს. როგორც Washington Post წერს, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.
სამართალდამცველების თქმით, ისინი მფრინავთან კავშირზე არიან. ის Beechcraft King Air-ის თვითმფრინავს მართავს, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფება.
სუპერმარკეტიდან და ახლოსმდებარე რესტორნიდან ადამიანების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. პოლიცია ადგილობრივებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ რაიონს მოერიდონ.