logo_geo
eng_logo
აშშ-ში თვითმფრინავის პილოტი მაღაზია Walmart-ზე შეჯახებით იმუქრება
- +

3 სექტემბერი. 2022. 19:10

 

 

მისისიპის შტატის ქალაქ ტიულეპოში მცირე ზომის თვითმფრინავის პილოტმა 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ აპირებს მაღაზია Walmart-ს შეეჯახოს. როგორც Washington Post წერს, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

 

სამართალდამცველების თქმით, ისინი მფრინავთან კავშირზე არიან. ის Beechcraft King Air-ის თვითმფრინავს მართავს, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფება.

 

სუპერმარკეტიდან და ახლოსმდებარე რესტორნიდან ადამიანების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. პოლიცია ადგილობრივებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ რაიონს მოერიდონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner