logo_geo
eng_logo
GFA: კალიფორნიის სენატორმა თავს უფლება მისცა და ძებნილ, დამნაშავე სააკაშვილს „ქართველი ჯორჯ ვაშინგტონი“ უწოდა!
- +

22 აგვისტო. 2016. 21:54



საზოგადოებრივი ფორუმი „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" კალიფორნიის შტატის სენატორს, ჯიმ ნილსენს მიმართავს:



„საზოგადოებრივი ფორუმის "ამერიკის ნამდვილი მეგობრები (GFA)" წევრები აღშფოთებას გამოვთქვამთ 19 აგვისტოს, კალიფორნიის შტატის სენატორის, ჯიმ ნილსენის ყოვლად უსირცხვილო და ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელი გამონათქვამების გამო. 

 

ბატონმა სენატორმა თავს უფლება მისცა და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილ დამნაშავე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ქართველი ჯორჯ ვაშინგტონი" უწოდა.

 

ადამიანს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, რომლის მიერ შექმნილი დამნაშავე რეჟიმი ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიის ყველაზე დიდ მონაპოვარს-ადამიანის უფლებებს, რომლის პრეზიდენტობის დროსაც უგულვებელყოფილი იყო საკუთრების და სამართლის მოპოვების უფლება, როცა ქვეყანაში გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 0, 01 % იყო ! ასეთ ადამიანს კალიფრნიის სენატორი დემოკრატიის ნათელ გმირს უწოდებს - ზნედაცემულ ნარკომანს, ამერიკის ყალბ მეგობარს, რომელმაც რუსეთთან დაპირისპირების საფარქვეშ ჩვენი ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიყიდა და ტერიტორიების 20 % დაკარგა.

 

მივმართავთ სენატორ ნილსენს, შეწყვიტოს ტირანის მხარდაჭერა. ბატონო სენატორო, თქვენ არ გაქვთ უფლება კითხვები გააჩინოთ ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობებში და შეურაცხყოთ ჩვენი და ჩვენი მეგობრების საამაყო პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი. მოგიწოდებთ გაუფრთხილდეთ საკუთარ რეპუტაციას, ვინაიდან საქართველოში კარგად იციან, ვინ და რის ფასად ეწევა სააკაშვილის მფარველობას. ნუ გვაფიქრებინებთ, რომ ეს ყველაფერი პირადი გამორჩენის მიზნით კეთდება. გარწმუნებთ, არც ისეთი ასაკი გაქვთ, რომ ყველაფერი გეპატიოთ. აქვე გვინდა გაგარკვიოთ, რომ ისტორიულად, ყველა დიქტატორს საკუთარ ქვეყანაში ყავდა თაყვანისმცემლები, რომლებიც მას მხსნელად და მესიად აღიარებენ, სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა და დიქტატორ სააკაშვილსაც ყავს თავისი ფანები, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას, გულისამაჩუყებელი სიტყვებით შეამკოთ დამნაშავე და საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც ტირანი უდიდესი ძალისხმევით მოიშორა, გული ატკონოთ."- აღნიშნულია მიმართვაში. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner