უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეშვიდე თვეში, რუსეთის გაზპრომმა განაცხადა, რომ გაზრდის გაზის მიწოდებას ევროპაში უკრაინის გავლით.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის გავლით ევროპაში დაახლოებით 42,7 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაიტანს.
ამ ინფორმაციას Politico ადასტურებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაზპრომმა გამოაცხადა, რომ არ განაახლებს ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენს გერმანიაში სამდღიანი შესვენების შემდეგ.