ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლი ზემო ხეთის თემში, თხილაგანის მიმართულებით, ტყეს უკიდია.
„გურიანიუსის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საკრებულოს წევრი ზაურ ზარბაზოია.
„ხანძარია ტყეში. ქვემოთ არის საბანაო და შეიძლება ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში“, - ამბობს გამოცემასთან საკრებულოს წევრი ზაურ ზარბაზოია.