„რუსი ოკუპანტები უაღრესად დემორალიზებულები არიან. დამპყრობლების დიდი რაოდენობა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მიდის თავდასხმებზე“, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„დემორალიზაცია ძალიან სერიოზულია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ახლად მობილიზებული ადამიანების დიდი ნაწილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მიდიან შეტევაზე“, - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გაიდაის თქმით, რუსებს შეუძლიათ გამოიყენონ დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლები ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები.
„ჩვენ გვარდიელებს არაერთხელ უნახავთ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამხედროები“, - დასძინა სერგეი გაიდაიმ.