logo_geo
eng_logo
ევროკომისარი: ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების
- +

3 სექტემბერი. 2022. 22:19

 

 

ევროკავშირს აქვს სამოქმედო გეგმა, თუ რუსეთი მთლიანად შეწყვეტს გაზის მიწოდებას, - ამის შესახებ RBC-Ukraine ეკონომიკის საკითხებში ევროკომისრის პაოლო ჯენტილონის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

მისი თქმით, ევროკავშირს არ ეშინია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებების, მაგრამ აგრესორ ქვეყანას კონტრაქტების დაცვას სთხოვს.

 

„ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების. ჩვენ ვთხოვთ მათ, პატივი სცენ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევიან, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner