ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ირაკლი აბესაძის მეთაურობით, ხელს რომ აწერთ დოკუმენტს - არ გრცხვენიათ?
მესმის არჩევნები, მესმის პოპულიზმი, მესმის თვალთმაქცობა - ისიც კი მესმის, რომ პოლიტიკური სპეკულაცია მოსული ამბავია, მაგრამ ნაციონალების გვერდით დგომა - არ გეუხერხულებათ?
რამდენი სპექტაკლი ეწყობა ამ ხეების თემის გარშემო?
1. აქცია - 20 კაციანი
2. კონცერტი, - 30 კაციანი
3. 13 ოპოზიციონერი საკრებულოს დეპუტატის ერთობლივი ხელმოწერა - უსირცხვილო 13 კაციანი.
4. ნარმანიას დაბარება საკრებულოს სხდომაზე - ჩემზე კარგად იცით, რომ ნარმანია თქვენ ცირკში არ მუშაობს.
5. ნატა ფერაძის შიმშილობის მეექვსე დღე - შიმშილი არა, ტოროლა.....
მეგობრებო - გაიგეთ!!!
საქართველოში - იაფფასიანი სპექტაკლებით აღარ იმართება პოლიტიკა.
საქართველო - სახელმწიფოა, რომელიც შენდება, ძლიერდება და ნაციონალებს აღარასოდეს არ მოაჭრევინებს არც ხეებს და არც თავებს.
პ.ს. ხეების თემა - მნიშვნელოვანია და ადეკვატურად ომოქმედა მერიამ. ეს კარგად მოგეხსენებათ 13-ივე ხელმომწერსაც და ნატასაც.
გეყოთ მასკარადი - სამარცხვინო!"- წერს ყანდიაშვილი.