logo_geo
eng_logo
უკრაინელებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს
- +

3 სექტემბერი. 2022. 22:35

 

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ოკუპანტების სამ სამეთაურო პუნქტს და რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

 

გენშტაბის ცნობით, უკრაინის ძალებმა დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების სამ სამმართველო პუნქტზე. ასევე, განადგურებულია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი.

 

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალების დანაყოფები ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს და არ აძლევენ მოწინააღმდეგეს უკრაინის ტერიტორიის შიგნით წინ წაწევის საშუალებას.

 

გენშტაბის განცხადებით, დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner