აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარებისკენ მიდის. რამდენიმე თვეში ქვეყნებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას, - ამის შესახებ RBC-Ukraine აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე დაყრდნობით იტყობინება.
ალიევი ამ კვირაში ბრიუსელს ეწვია, სადაც მოლაპარაკებები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთ თვეში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პრაქტიკული მოლაპარაკებების დასაწყებად“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბაქო დაჟინებით ითხოვს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას 2020 წლიდან. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ წამოვაყენეთ 5 ძირითადი პრინციპი, რომლებზეც სამშვიდობო შეთანხმება უნდა აშენდეს და სომხეთმა მიიღო ისინი“, - დასძინა ალიევმა.