logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად „მთავარი არხისგან“, რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა
- +

3 სექტემბერი. 2022. 23:29

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა.

 

როგორც ჯაღმაიძე განმარტავს, ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში, ხოლო დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან, რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში.

 

მისივე თქმით, საეკლესიო ტრადიციით ეკლესიაში მისულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა:

 

„დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად „მთავარი არხისგან“, რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა. განვმარტავ კიდევ ერთხელ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში. დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან, რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში. საეკლესიო ტრადიციით ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა. სვეტიცხოველში არ შეშვება კი სავარაუდოდ სიუჟეტის სიმძაფრისთვის დამატებული ეფექტია.

 

ლინკს პირველ კომენტარში დავდებ. გთხოვთ კომენტარები კორექტულობის ზღვარს ნუ გასცდება“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკგვერდზე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner