ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
გამოცემის ცნობით, ხანძარი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ხანძარი კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, ქალაქ საკრამენტოსთან, 230 მილის დაშორებით მდებარე ტყეში გაჩნდა.
ხელისუფლების ცნობით, ხანძრის შედეგად 100-მდე სახლი და შენობა განადგურდა.
მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ხანძრის მოცულობა სწრაფად იზრდება.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.