logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: მაშინ გავხდებით ევროპა, როდესაც ამას კარგად გავითავისებთ!
- +

22 აგვისტო. 2016. 22:12



„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე აღნიშნავს, რომ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანია არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში.


აბესაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" დაპირებები დღეს შესრულებულია, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც საქართველოს კიდევ უფრო გააძლიერებს.


„დღეს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს ელაპარაკება პროგრამებზე, გაკეთებულ საქმეებზე, თუ რა არის გასაკეთებელი და არა სიძულვილის ენით. დღეს განსხვავებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან ხელისუფლება ფსიქოლოგიურად არ ძალადობს მოსახლეობაზე, აღვირახსნილი პოპულიზმით და მეთოდებით არ ცდილობს ოპონენტების განეიტრალებას და პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებას.

 

ეს არის მთავარი მიღწევა, ეს არის მთავარი საწყისი დემოკრატიული, ცივილური ევროპული საზოგადოების არჩევანის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.

 

საქართველო გახდა მიმზიდველი ინვესტორთათვის ისე როგორც არასდროს (გადახედეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობებს ბოლო 2 წლისას) საქართველო გახდა მიმზიდველი ტურისტულად ისე როგორც არასდროს (გადახეხეთ ბოლო 2 წლის საერთაშორისო ვიზიტორიების რაოდენობას) 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ საქართველო მსოფლო ყურადღების ცენტრში ესე არ ყოფილა როგორც წელს მსოფლო ვარსკვლავების ვიზიტების შედეგად... ეს არის სწორი პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება მეტი მსოფლიო საქართველოში და არა რუსული ტანკები. ესე შენდება ქვეყანა !

 

ეს არის მთავარი დანაპირები 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომ ქვეყანა შედგეს როგორც დამოუკიდებელი, მშვიდი, მდგრადი და რაც მთავარია დემოკრტიულ ფასეულობებზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი შეხედულებებით.

 

პოლიტიკური სიმშვიდე ქმნის ქვეყნის განვითარებას და ბოლოს, ქვეყანას გადარჩენა 2012 წელს ჭირდებოდა. დღეს ქვეყნის "გადარჩენა" ძლიერ ეკონომიკას უდრის. შესაბამისად დღეს მეტი ბიზნესმენი გვჭირდება და არა მეტი პოლიტიკოსი. სამასმერაღაცამდენე პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას და მის "შენახვას" ბევრად ჯობს მცირე საწარმოს შექმნა და ხალხის დასაქმება. ეს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. მეტი სახელმწიფოებრივი აზროვნება და მეტი სახელმწიფო ინტერესების დაცვა. 2016 წლიდან ეს უნდა იყოს მთავარი პოლიტიკური გამოწვევა. სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა წარმოქმნის ძლიერ სახელმწიფოს. მაშინ გავხდებით ევროპა, როდესაც ამას გავითავისებთ კარგად."- აღნიშნავს აბესაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner