logo_geo
eng_logo
„არცერთი დღე არ უნდა დავკარგოთ“ - შარლ მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი
- +

4 სექტემბერი. 2022. 01:20

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი. 

 

მისი თქმით, ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება. 

 

„არცერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა მოემზადებინა კონკრეტული წინადადებები, რათა დაეხმარონ წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებაში“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. 

 

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა წინასწარ მომზადებულ დოკუმენტში, რომელშიც გაზის გარდა, სხვა წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე ფასების შემცირებას მოითხოვენ და, ასევე, ენერგიის მაღალშემოსავლიანი მწარმოებლების თანხების გადანაწილებას, რათა შემცირდეს დარტყმა მომხმარებლებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner