logo_geo
eng_logo
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 10 ადამიანი
- +

4 სექტემბერი. 2022. 01:56

 

 

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ზელენოდოლსკის დასახლებაში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 10 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

 

 

„რუსებმა ცხრა წლის ბიჭი მოკლეს. მათ ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი „ურაგანებიდან“ ზელენოდოლსკის დასახლებას. წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა. ყველა საავადმყოფოშია. უმრავლესობა მძიმედ არის“, – აღნიშნავს რეზნიჩენკო.

 

 

მისივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დასახლებაში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი, სასწავლო კოლეჯი და მაღაზიები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner