logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

4 სექტემბერი. 2022. 10:10

 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

„2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1921-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ უწყებაში.

 

მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ე.წ. რუსული სკოლა „School Club Georgia“ გაიხსნა. განათლების სამინისტრომ კი განმარტა, რომ „School Club Georgia“ არ არის ავტორიზებული და შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner