„პირველ ვიდეოზე - კიევის ცენტრია, კრეშატიკის ქუჩა, საომარ უკრაინაში - პროსახელისუფლებო დისკოტეკა. მეორე ვიდეოზე - პრაღა, მშვიდობიან ჩეხეთში, ანტისახელისუფლებო მიტინგი, ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით. რატომ? იმიტომ, რომ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, „ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს“. არც უცნაური ომი უკრაინაში და კიევის ცენტრში საზეიმო ღრეობა, და არც უცნაური მშვიდობა ევროპაში“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება, ადგილობრივ საზოგადოებებს აღარ ესმის, რატომ ზიანდება ევროპელების ინტერესები უკრაინის ომის გამო, რატომ ემუქრება ევროკავშირის მდგრადობას საფრთხე და ამას ვერც ვერავინ ხსნის.
„პირველ ვიდეოზე კიევის ცენტრია, კრეშატიკის ქუჩა, საომარ უკრაინაში, პროსახელისუფლებო დისკოტეკა. მეორე ვიდეოზე პრაღა, მშვიდობიან ჩეხეთში, ანტისახელისუფლებო მიტინგი, ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით. რატომ? იმიტომ, რომ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, „ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს“. არც უცნაური ომი უკრაინაში და კიევის ცენტრში საზეიმო ღრეობა, და არც უცნაური მშვიდობა - ევროპაში. ამათი შემხედვარე, სადაც თითქოს მილიარდობით შემოსულ ფინანსურ შემოდინებებს ზეიმობენ უკრაინაში, ჩეხეთში უმძიმესი, ეკონომიკურად და მორალურად კრიზისული ზამთრის მოლოდინში არიან. ამიტომ, ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება - ადგილობრივ საზოგადოებებს აღარ ესმის, რატომ ზიანდება ევროპელების ინტერესები უკრაინის ომის გამო, რატომ ემუქრება ევროკავშირის მდგრადობას საფრთხე და ამას ვერც ვერავინ ხსნის“, - წერს ქართველიშვილი ფეისბუქზე და ვიდეოებს აქვეყნებს.
https://www.facebook.com/david.kartvelishvili.90/posts/1808392639503682