logo_geo
eng_logo
ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

22 აგვისტო. 2016. 22:18



თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის ორიგანიზებაში ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.


მოსამართლე გიორგი კერატაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და არ გაიზაირა ბრალდებულთა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ.


პატიმრობა შეეფარდათ შემდეგ ბარლდებულებს - ბექა ბექაურინური ჭკადუალევან მამფორიაჯაბა მელქაძემინდია ვაშაყმაძევლადიმერ რუხაძე, ირაკლი ბაღიშვილი.



სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა ბექა ბექაური, რომელსაც მიღებული დაზიანებების გამო, ოპერაცია ჩაუტარდა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბექაურმა დაკავებისასა გაქცევა სცადა და დაზიანებებიც ამის გამო მიიიღო.


შემდეგი სხდომა ამ საქმეზე 10 ოქტომბერს გაიმართება.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.


როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად, დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე -  საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.


გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner