„ვინც „დედამ დაწყევლა“ და საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში იან კელისა და სხვების საქართველოში ვიზიტს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" ფარგლებში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებიან.
„ვინც „დედამ დაწყევლა“ და საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი! „ცხელ შემოდგომას“ გვიმზადებენ! ჯერ შარვლების ჩასახდელად წავიდნენ საოკუპაციო ხაზზე, პუტინს აშინებენ. შემდეგ TV საროსკიპოებიდან შეგვიტევენ. „სლავა გეროიამ!“ - წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.