ხვალიდან თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. კონფერენციის მონაწილეები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.
მაკ-კეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.