logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: „ტვ პირველის“ სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
- +

4 სექტემბერი. 2022. 18:47

 

 

„ტვ პირველის“ სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება! „ტვ პირველს“ რომ სიცრუის გავრცელებაში და ციფრებით მანიპულაციაში ბადალი არ ჰყავს, ეს ცნობილი ფაქტია. მათ საზოგადოებას, მორიგი ფეიკ ნიუსი წარუდგინეს, რომლიდანაც „ირკვევა“, რომ სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღება მთელი 33%-ით გაიზარდა. ხაზგასმით ამბობენ, რომ შსს იძულებული გახდა აღნიშნული დაედასტურებინა. სიუჟეტში ავტორის გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ რეალური მდგომარეობა საგანგაშო და მძიმეა, მაგრამ ხელისუფლება ფაქტებს მალავს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სახელმწიფო უწყებებში მექრთამეობა, სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ფაქტები გაიზარდა.

 

„რეალურად საქმე ციფრებით მანიპულაციასთან გვაქვს. რაც შეეხება სტატისტიკის დამალვას, მსგავსი რამ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას საკუთარ ვებგვერდზე ტვირთავს, სტატისტიკა ყოველთვიურად ახლდება, სიუჟეტი სწორედ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაზეა აგებული და შსს-ს არაფრის აღიარება არ მოუწია, მით უფრო იძულებით. სიუჟეტში მოცემული სტატისტიკა საჯაროა. სამოხელეო დანაშაული თავის თავში რამდენიმე მიმართულებას და მუხლს აერთიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მიმართულებით სამოხელეო დანაშაულის უმნიშვნელო მატება არის, საერთო ჯამში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის კლება ფიქსირდება!

 

რაც შეეხება კონკრეტულად ქრთამის აღებას და ზემოთ თქმულ 33%-ს. იცით რეალურად რამდენით მოიმატა ქრთამის აღების ფაქტმა? ორი ერთეულით, დიახ, არ მოგესმათ, გასულ წელს ქრთამის აღების 6 ფაქტი დაფიქსირდა, წელს კი 8. მაგრამ „ტვ პირველი“ ორს ხომ არ იტყოდა? 33% უფრო კარგად ჟღერს. ასეთია „ტვ პირველის“ მორიგი სიცრუე, რომელიც ფაქტებით ნადგურდება. „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ გეტყვით, რომ სიცრუის ტირაჟირებით შორს ვერ წახვალთ, მოსახლეობა სიცრუეზე მყისიერად რეაგირებს, ხომ ხედავთ თქვენი რეიტინგი ყოველდღიურად იკლებს, რაც თქვენი არასწორი სარედაქციო პოლიტიკის „დამსახურებაა“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner