logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ყოფილ პრეზიდენტს დესტაბილიზაციის ფონის შექმნის ინტერესი ჰქონდა!
- +

22 აგვისტო. 2016. 22:20


 

„რთული წარმოსადგენი არ არის, ამ ტერაქტს რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო დამკვეთი და რა მიზნით ხდებოდა ასეთი მძიმე დანაშაულის ორგანიზება. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნის, უკრაინის ხსენებას, რა თქმა უნდა, აქ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოზე ნაკლებად არის საუბარი. თუ ვინმე რამეს ვარაუდობდა, შეიძლება, იმ პოლიტიკურ ძალაზე ვიფიქროთ, რომელსაც უკრაინასთან და კონკრეტულად, მის ერთ-ერთ რეგიონთან აქვს კავშირი", - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, თუ რომელიმე ძალას წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაცია აწყობს, ეს "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფებია. 


„თუ თვალს გადავავლებთ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით იმ სატელეფონო საუბრებს, რომლის ავთენტურობა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმაც დაადასტურეს, ვნახავთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს დესტაბილიზაციის ფონის შექმნის ინტერესი ჰქონდა". - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.


როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა ნულის ტოლია.


"სამართლიანი არჩევნები მათ ინტერესში არ შედის და არეულობის შექმნა სურთ. "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, მაგრამ შესაძლებელია, მათ წარმოსახვაში ასეთი მზაკვრული გეგმაც დაიბადოს. ეს მხოლოდ ეჭვი და ვარაუდია, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს," - განაცხადა მანანა კობახიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner