გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ მშობიარე ქალი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ნაყოფი დაიღუპა, ოპერაციის შემდეგ კი - ქალი.
ორსული კლინიკაში ოჯახის წევრებმა მიიყვანეს და ის გურჯაანის კლინიკაში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა. მშობიარემ დახმარებისათვის ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო.
ცხედარი ექსპერტიზაზე, სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.