logo_geo
eng_logo
Reuters: „ჰამასმა“ ღაზაში ხუთი პალესტინელი სიკვდილით დასაჯა
- +

4 სექტემბერი. 2022. 19:40

 

 

ღაზას სექტორში „ჰამასის“ ისლამისტებმა სიკვდილით დასაჯეს ხუთი პალესტინელი, მათგან ორი 2009 და 2015 წლებში ჩადენილი ჯაშუშობის ბრალდებით. ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ მართულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

 

ღაზაში სიკვდილით დასჯა 2017 წლის შემდეგ პირველია. ღაზაში სიკვდილით დასჯის წარსულმა შემთხვევებმა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია.

 

სამინისტროს განცხადებაში არ არის მითითებული არც ერთი მსჯავრდებულის სრული სახელი. მათი ინფორმაციით, სამი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. ორმა მსჯავრდებულმა კი, 44 და 54 წლის ჯაშუშებმა, ისრაელს მიაწოდეს ინფორმაცია, რამაც გამოიწვია პალესტინელების მკვლელობა.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის დაზვერვის სამსახურებს, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

 

პალესტინელმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს სიკვდილით დასჯა და მოუწოდეს ჰამასს და პალესტინის ხელისუფლებას, რომელიც ახორციელებს შეზღუდულ თვითმმართველობას ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, შეწყვიტონ ეს პრაქტიკა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner