ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ჰაიეკის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს განსხვავებული გამოცდილება აქვთ და იქნებ, ახლა არის დრო, ასეთი ქვეყნების მოსმენის.
„მათ, ვინც საზღვრებს იზიარებს აგრესორთან [რუსეთთან], აქვთ განსხვავებული გამოცდილება და პერსპექტივა მათგან შედარებით, ვისაც ბევრად უკეთესი მეზობლები ჰყავს. ჩვენი დემოკრატიის აშენებისას, ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკის პრინციპების შესაბამისად, ჩვენ ვუსმენდით ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და იქნებ ახლა არის ჩვენი მოსმენის დრო“, - განაცხადა კალასმა.
მან რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა:
„ომის დაწყებიდან მე მოვუწოდებდი რუსეთის შემოსავლების შეზღუდვას ენერგორესურსების გაყიდვიდან, რადგან ამით კრემლი მხარს უჭერს მის სამხედრო ინდუსტრიას“.