logo_geo
eng_logo
საქართველოში ტერაქტის აღკვეთის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მედია საშუალებებშიც მოხვდა
- +

22 აგვისტო. 2016. 22:21



საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ  მდინარე არაგვზე გამავალ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის ფაქტს გავლენიანი უცხოური გამოცემები, მათ შორის THE Washingtonpost,THE ASSOCIATED PRESS და ABC NEWS-ი ეხმაურებიან.



უცხოური პრესა წერს, რომ გაზსადენზე აფეთქების მოწყობის ბრალდებით 7 ადამიანია დაკავებული.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მდინარე არაგვზე გამავალ გაზსადენზე დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.


სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე 7 პირი დააკავა.  ერთ-ერთი მათგანი პატრულის მოქმედი თანამშრომელია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner