logo_geo
eng_logo
აშშ-ის ელჩი რუსეთში სამუშაოს ასრულებს და მოსკოვს ტოვებს
- +

4 სექტემბერი. 2022. 21:12

 

 

აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა დაასრულა რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობა და მოსკოვი დატოვა.

 

სალივანი ელჩად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა და თანამდებობაზე თითქმის სამი წელი მსახურობდა. წასვლის შემდეგ ჯონ სალივანი დაასრულებს ორმოცწლიან კარიერას საჯარო სამსახურში, რომლის დროსაც მან იმსახურა აშშ-ის ხუთ პრეზიდენტთან, მათ შორის მდივნის მოადგილის თანამდებობაზე. 

 

რუსეთში აშშ-ის ელჩის სამუშაოს მოახლოებულ დასრულებაზე და მისი წასვლის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner