აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა დაასრულა რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობა და მოსკოვი დატოვა.
სალივანი ელჩად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა და თანამდებობაზე თითქმის სამი წელი მსახურობდა. წასვლის შემდეგ ჯონ სალივანი დაასრულებს ორმოცწლიან კარიერას საჯარო სამსახურში, რომლის დროსაც მან იმსახურა აშშ-ის ხუთ პრეზიდენტთან, მათ შორის მდივნის მოადგილის თანამდებობაზე.
რუსეთში აშშ-ის ელჩის სამუშაოს მოახლოებულ დასრულებაზე და მისი წასვლის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.