უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს.
უკრაინელმა მებრძოლებმა სოფელში მდებარე საავადმყოფოს თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჟურნალისტი, ანდრეი ცაპლიენკო ავრცელებს. ასევე, გავრცელდა ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ უკრაინის დროშა კვლავ ფრიალებს ხერსონის რაიონის სოფელ ვისოკოპილიას თავზე.