მერილენდის მაღაზიაში სულ მცირე ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა და დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
პრინც ჯორჯის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მკვლელების დაკავების შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 25,000 დოლარს აწესებენ. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სროლის მიზეზი.
სროლა შაბათს, 3 სექტემბერს მოხდა.