logo_geo
eng_logo
მერილენდის მაღაზიაში სროლას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა, დაშავდა 3 ადამიანი
- +

4 სექტემბერი. 2022. 22:19

 

 

მერილენდის მაღაზიაში სულ მცირე ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა და დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

პრინც ჯორჯის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მკვლელების დაკავების შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 25,000 დოლარს აწესებენ. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სროლის მიზეზი.

სროლა შაბათს, 3 სექტემბერს მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner