logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე : კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის, არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე
- +

4 სექტემბერი. 2022. 22:51

 

 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო 5 თვეა, საქართველო კოვიდის მართვას უმკლავდება. მისი თქმით, ქვეყანაში არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე.

 

„ბოლო 4 თვის განმავლობაში არცერთი ავადმყოფი, ვინც პირველ 3 დღეში ჩაიტარა ტესტი, დაისვა დიაგნოზი და საჭიროების შემთხვევაში მიიღო „პაქსლოვიდი“, არცერთი არ დამძიმებულა და არცერთი არ გარდაცვლილა. ანუ, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 4 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს. მეტი გარდაცვალება კოვიდის დროს არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდ-ავადმყოფების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner