ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.
ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 12-8 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.