საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე მოპოვებული 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ავსტრიის ობერვარტში ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედლები ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ).