ბარაკ ობამა ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელმაც „ემი“ მოიგო, - ამის შესახებ BBC წერს.
ობამამ, Netflix-ის დოკუმენტური სერიალისთვის - „ჩვენი დიდებული ეროვნული პარკები“, საუკეთესო მთხრობელის ნომინაციაში გაიმარჯვა.
სერიალი ობამას საპროდიუსერო კომპანიას, „Higher Ground-ს“ ეკუთვნის და ის მსოფლიოს ეროვნულ პარკებზე მოგვითხრობს.
საუკეთესო მთხრობელის კატეგორიაში, გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოდნენ დევიდ ატენბორო, ლუპიტა ნიონგ’ო და კარიმ აბდულ-ჯაბარიც.
ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც აქამდე „ემი“ მოიგო, დუაიტ ეიზენჰაუერი იყო. 1956 წელს, მან ჯილდო იმისთვის მიიღო, რომ გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სატელევიზიო პრესკონფერენცია ჩაატარა.