logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამა „ემის“ გამარჯვებული გახდა
- +

4 სექტემბერი. 2022. 23:28

 

 

ბარაკ ობამა ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელმაც „ემი“ მოიგო, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ობამამ, Netflix-ის დოკუმენტური სერიალისთვის - „ჩვენი დიდებული ეროვნული პარკები“, საუკეთესო მთხრობელის ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

სერიალი ობამას საპროდიუსერო კომპანიას, „Higher Ground-ს“ ეკუთვნის და ის მსოფლიოს ეროვნულ პარკებზე მოგვითხრობს.

 

საუკეთესო მთხრობელის კატეგორიაში, გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოდნენ დევიდ ატენბორო, ლუპიტა ნიონგ’ო და კარიმ აბდულ-ჯაბარიც.

 

ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც აქამდე „ემი“ მოიგო, დუაიტ ეიზენჰაუერი იყო. 1956 წელს, მან ჯილდო იმისთვის მიიღო, რომ გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სატელევიზიო პრესკონფერენცია ჩაატარა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner