logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ
- +

5 სექტემბერი. 2022. 00:23

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოველში სლავურ ენაზე შესრულებულ ლოცვაზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

 

მისი თქმით, სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ.

 

როგორც ჯაღმაიძე განმარტავს, ძირითადად ისეთი ხალხი შფოთავს სლავურ ენაზე კვერექსის მოსმენისას, ქართულ წირვასაც რომ არ ესწრება:

 

„სვეტიცხოველში სლავურად მსახურებაზე პირველად რომ ატყდა განგაში და ეკლესიის დადანაშაულების ტალღა ააგორეს, აღმოჩნდა რომ უკრაინელები მდგარან ლოცვაზე და უკრაინელებს ქართულად ხომ არ აიძულებ ლოცვას და ჩაწყნარდა ეს საკითხი.

 

სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ. ვერც ბულგარელებს აიძულებ ქართულად ლოცვას. შეიძლება ზუსტად არ ვამბობ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ძირითადად ისეთი ხალხი შფოთავს სლავურ ენაზე კვერექსის მოსმენისას, ქართულ წირვასაც რომ არ ესწრება.

 

ისე გამოდის რომ ჩვენ ძირითადად ქართულ წირვას ვისმენთ და ისინი კი სლავურს“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner