ზუგდიდში, გამსახურდიას ცენტრალურ გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გაჩერებულ მანქანას, რა დროსაც მასში მგზავრები სხდებოდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად 45 წლის ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილი დაშავდა. მძიმეა ქალის მდგომარეობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დედა-შვილი ევექსის კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.