logo_geo
eng_logo
ავარია ზუგდიდში - დაშავდა ქალი და არასრულწლოვანი
- +

5 სექტემბერი. 2022. 01:01

 

 

ზუგდიდში, გამსახურდიას ცენტრალურ გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გაჩერებულ მანქანას, რა დროსაც მასში მგზავრები სხდებოდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

 

შეჯახების შედეგად 45 წლის ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილი დაშავდა. მძიმეა ქალის მდგომარეობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დედა-შვილი ევექსის კლინიკაში გადაიყვანა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner