logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ბაიდენმა 75 მილიონი ადამიანი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა, თუმცა მომდევნო დილას დაავიწყდა, რა თქვა
- +

5 სექტემბერი. 2022. 01:02

 

 

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 75 მილიონი ადამიანი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა, თუმცა მომდევნო დილას დაავიწყდა, რა თქვა.

 

„ვიხილეთ პრეზიდენტის მიერ ოდესმე წარმოთქმული ყველაზე ბოროტი, სიძულვილით სავსე და გამყოფი სიტყვით გამოსვლა. თქვენ ყველა სახელმწიფოს მტრები ხართ. ის არის სახელმწიფოს მტერი, თუ გინდათ სიმართლე. სახელმწიფოს მტერი ის [ჯო ბაიდენი] და ის ჯგუფია, რომელიც მას აკონტროლებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

ცნობისთვის, ბაიდენმა განაცხადა, რომ „ტრამპი და „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძველს.  MAGA-ს („გახადე ამერიკა კვლავ დიადი) ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ქვეყანა უკან დახიონ“. მოგვიანებით კი თქვა, რომ დონალდ ტრამპის არცერთ მხარდამჭერს ამერიკისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner