უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს. სამხედროებმა სოფელში მდებარე საავადმყოფოზე უკრაინის დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ სამხედრო ჟურნალისტ, ანდრეი ცაპლიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ფოტო გადაღებულია დღეს დილით.